23:53 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 14:18:57, 681 ნახვა

პოლიტიკა
გაიკვეხოს კობახიძემ უკან თავისი დაფინანსება - გიგი უგულავა პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე

გაიკვეხოს კობახიძემ უკან თავისი დაფინანსება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხაებას, რომლის მიხედვითაც, დაფინანსება შესაძლოა შეუწყდეთ იმ პარტიებს, რომლებიც არ შევლენ პარლამენტში.

ამასთანავე, გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ აღნიშნულით ხელისუფლება ვერ დააშანტაჟებს ოპოზიციას.

„თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით პარტიებს დააშანტაჟებს, ცდება. დანარჩენი, ეს არის უკანონობა, მითუმეტეს, უკუქმედების ძალა ვერც ექნებათ. აიღონ, დაჭრან, შეჭამონ, რაც უნდათ ის უქნიათ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სატყუარად გამოიყენებს საბიუჯეტო დაფინანსებას, საკუთარ თავზე მეტყველებს, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ პოლიტიკაზე.

თუ უნდათ შეწყვიტო დაფინანსება, თუ უნდათ ნუ შეწყვეტენ. არაფერი მაინტერესებს იმის მეტი, გარდა იმისა, რომ ვერ გამოიყენებენ ვერანაირად საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუაროდ, ამიტომ, გაიკვეხოს უკან თავისი დაფინანსება კობახიძემ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics