23:05 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 04:15:53, 694 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ომი შეწყვიტეს- დოკუმენტი ძალაში შევიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რამდენიმე წუთის წინ მოსახლეობას მიმართა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია სრულდება. მნიშვნელოვან პოზიციებზე შეთანხმების გზით, ჩვენ მივაღწიეთ კონფლიქტის დარეგულირებას, რომელიც, ჩემი აზრით, პასუხობს აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის, ასევე რეგიონის ინტერესებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო. პირადად მივიღე ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. 01:00 საათზე ხელი მოვაწერე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. შეთანხმების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.

ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად მივიღე, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში. ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში. ამის შესახებ განცხადებას მომდევნო დღეს გავაკეთებ.

ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ. საკუთარ თავს ვერასოდეს შევიცნობთ და ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი ნაციონალური ერთიანობის, აღორძინების ერა.

ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებლობის წლები გავაანალიზოთ, რათა მომავალი დავგეგმოთ და წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ.

მუხლს ვიყრი ჩვენი თითოეული მსხვერპლის წინაშე. ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების, გენერლებისა და მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ თავის სამშობლოს. მათ თავიანთი პიროვნებებით გადაარჩინეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი,

ჩვენ ბოლომდე ვიბროძლებთ და გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics