|
2020-07-03 11:08:22, 2542 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტობით ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პირველი ონლაინ სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) პირველ ონლაინ სხდომას დაესწრო და, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო საბჭოს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სხდომას, რომელსაც 45-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობდა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა. ამავე წელს ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყანად ოფიციალურად დასახელდა. „მოხარული ვარ, რომ საქართველო გასული წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოჯახის წევრია. რომ არა პანდემია, დედაქალაქი თბილისი საბჭოს სხდომის მასპინძელი იქნებოდა. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი გაგვიხანგრძლივა. ვიმედოვნებ, მომავალ წელს, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში საბჭოს სხდომის მასპინძლობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ქვეყანაში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ონლაინ სხდომას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, რომელმაც ზეთისხილის და მისგან წარმოებული პროდუქციის სასარგებლო თვისებების გარდა, აღნიშნული კულტურის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეულ კულტურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზეთისხილს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს. საბჭოს სხდომაზე, პანდემიის პირობებში, პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად დასახელდა. როგორც გიორგი სვანიძემ აღნიშნა, ევროპა აზიის ქვეყნებს ზეთისხილისგან წარმოებული პროდუქციით საქართველოს ჰაბის საშუალებით მოამარაგებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს, მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)