22:04 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 15:13:24, 1797 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მახათას მთის ფერდობის მწვანე ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა.

ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს, ასევე  წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

„ტრადიციულად ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რაიონში არსებული მწვანე ზონა დავასუფთავეთ. წელს, აქციის ფარგლებში, მახათას მთის ფერდობი, დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრი ფართობი მოვიცავით. აღნიშნული ტერიტორია ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი კი, მწვანე სივრცეების მოვლა-შენარჩუნებაა. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო მძიმე ტექნიკაც“, -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics