|
2020-06-30 13:27:05, 1976 ნახვა
საზოგადოება
2 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება
თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით საქართველოში პირველად ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს. კონფერენციის მონაწილეებს შორის არის ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING - ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე ისაუბრებს. თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება. „ეჯაილი მუშაობის განსაკუთრებულად ეფექტური სისტემაა. ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად ვმართოთ. ამ პრინციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ჩვენმა ეჯაილ გუნდებმა ბოლო თვეებში არაერთი წარმატებული პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს. ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის კუთხით ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, რის გაზიარებასაც ვაპირებთ ამ კონფერენციაზე,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა. კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს: ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე და კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე. კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში - სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)