|
2020-06-29 10:27:14, 1603 ნახვა
საზოგადოება
საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად“ გადაიქცა - საერთაშორისო დარგობრივი მედია საშუალებები საქართველოს შესახებ წერენ
მთავრობის 2020 წლის 15 ივნისს გადაწყვეტილებით, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ კომპანიას და მეზღვაური - „საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა. საქართველოს გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს მეზღვაურებს, ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია მსოფლიოს საზღვაო საზოგადოებას. „საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად“ გადაიქცა“, „საქართველო მეზღვაურთა როტაციას ნებადართულად აცხადებს“ - ასეთი სათაურებით გამოაქვეყნეს სტატიები მსოფლიოს წამყვანმა დარგობრივმა გამოცემებმა - Hellenic Shipping News, Marine Insight, Cyprus Shipping News, Safaty4sea, MarineLink და Maritime Business World, რომლებიც მსოფლიოს მაშტაბით საზღვაო სექტორის სიახლეებს აშუქებენ. „საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც აღიარა და განსაზღვრა მეზღვაურთა სტატუსი, როგორც „საკვანძო პროფესიის“ წარმომადგენლები“, წერს Cyprus Shipping News. „საქართველო გამოიყენებს კორონავირუსის გავრცელების რისკების მართვის წარმატებულ გამოცდილებას მეზღვაურთა რეპატრიაციისა და როტაციის ხელშესაწყობად“, - ამას Marine Insight - ს აქვეყნებს, ხოლო გამყვანი ბერძნული საზღვაო გამოცემა Hellenic Shipping News მკითხვებს სთავაზობს სტატიას, რომლის თანახმადაც საქართველო „უსაფრთხო ჰაბის ფუნქციას იძენს, სადაც საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გემთმფლობელებს სპეციალური ზომების დაცვით ქვეყანაში მეზღვაურების მიღებასა და საბოლოო დანიშნულებამდე მიღწევაში ტრანზიტის როლის შესრულებას შესთავაზებენ“. „გემის ეკიპაჟის შეცვლა გინდათ? - სცადეთ საქართველო, შავი ზღვა“ - გემთმფლობელებს ამ რჩევას Maritime Bulletin აძლევს. „ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის და გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარების გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება ბევრი გემთმფლობელისათვის გამოწვევის დაძლევის ერთადერთ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს", - ნათქვამია სტატიაში. პანდემიით შექმნილი უპრეცედენტო ვითარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 300,000-ზე მეტი მეზღვაური ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო მილიონამდე მეზღვაური - გემზე დასაქმებას. პრობლემის გასაჭრელად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 2020 წელს წამოიწყო კამპანია „მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!" - და მოუწოდა წევრ ქვეყნებს თავისი წვლილი შეეტანათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. საქართველომ 2020 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და როტაციის პროცესი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით დღეისათვის დახმარება 1000-ზე მეტ მეზღვაურს გაეწია. მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დღეისათვის აქვს ე.წ. „მწვანე კორიდორები“. აღნიშნული კორიდორის ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე მეზღვაურთა უსაფრთხო გადაადგილების, მათი ქვეყანაში/ქვეყნიდან მიიღება/გაცილების და საკარანტინო სივრცეში მოთავსების წესები, ხოლო ეკიპაჟის ცვლილების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)