|
2020-06-18 10:36:15, 1290 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ციფრული მარკეტინგის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ღვინის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მცირე მარნების წარმომადგენლებთან ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. მცირე მარნები დაზარალდნენ როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შესაბამისად, მცირე მარნების წარმომადგენლებმა, შექმნილ ვითარებაში, საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზების საჭიროების და ამ მიმართულებით მხარდაჭერის საკითხის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ახალი მიდგომები, რომლებიც მცირე მარნებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და შემდგომ რეალიზაციაში დაეხმარება. როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, სტრატეგიულ ბაზრებზე ახალი ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში მცირე მარნებს მხარდაჭერას ღვინის ეროვნული სააგენტო აღმოუჩენს. გარდა ამისა, სააგენტო უზრუნველყოფს სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნას საერთაშორისო ბაზრებზე, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე მარნებს წარმოებული ღვინის რეალიზაციაში. „დარგში გამოწვევა დიდია, თუმცა, ამ ეტაპზე, ქართული ღვინის შემცირებული ექსპორტის მაჩვენებელი არ არის დრამატული. ცალკეულ ბაზრებზე გაყიდვების ტენდენცია საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელია. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს მუშაობა ციფრული მარკეტინგის ახალ მოდელებზე და ამ რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები, მათ შორის მცირე მარნების მფლობელები, მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ, მათ შორისაა, საგადასახადო შეღავათები, შეღავათიან საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და ტექნიკური დახმარების პროექტები.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)