02:55 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 13:20:25, 1361 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - რუსეთის საპატრიარქოს მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო წერილს ავრცელებს, რომლითაც მიმართავს რუსეთის საპატრიარქოს და აცხადებს, რომ რუსული მხარის მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება ქართული მხარისთვის მიუღებელია.

აღნიშნულ წერილს ხელს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე აწერს.

როგორც წერილში ვკითხულობთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებზე სულიერ მზრუნველობას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახორციელებს და ამიტომ არის მიუღებელი რუსული მხარის მიერ ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი.

მათივე ინფორმაიით, რუსული მხარე ქრთველებისთვის პირველი წირვის ჩატარებას 20 ივნისს გეგმავს.

როგორც საპატრიარქოს წერილშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ ეს „გაუგებრობა“ დროულად აღმოიფხვდრება და არ გახდება ორმხრივ ურთიერთობებში „დაბრკოლების“ მიზეზი.

ცნობისთვის, ამ დღეებში სოციალურ ქსელში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის არქიმანდრიტ იეროთეოზის (მარგველაშვილი) განცხადება გავრცელდა, იმის შესახებ, რომ 20 ივნისს პარიზში ქართული სამრევლო იქმნება. განცხადებია მიხედვით, სამრევლო მოსკოვის საპატრიაქროს, დასავლეთ ევროპისა და სლავიანური დიასპორის მმართველის , მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა – კურთხევით არსდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics