|
2020-06-17 12:00:15, 2078 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სრულად განახლდა პანდუსი, რაც ავტობუსებისა და ავტომობილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. „ამ დროისთვის, ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის განხორციელების შედეგად, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ასევე, ბარათაშვილის ქუჩასა და პუშკინის ქუჩაზე არსებულ 150-მეტრიან პანდუსზე, რაც ჯამში, 12 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოდიფიცირებული ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, საფეხმავლო გადასასვლელებისთვის უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება მოხდა. აღნიშნული ქუჩა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე მეტად ორიენტირებული გახდება, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო განტვირთავს. ბარათაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად ივლისის შუა რიცხებში დასრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)