|
2020-06-08 16:59:27, 1925 ნახვა
საზოგადოება
პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე იმსჯელეს
პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე იმსჯელეს. საბჭოს ონლაინ შეხვედრა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. „მიუხედავად გამოწვევებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა, ჩვენი უწყების პროექტები, რომლებიც ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება, არ გაჩერებულა; უფრო მეტიც, იცით, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერებს არაერთი ახალი პროექტი შევთავაზეთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილ ახალ რეალობაში, საქართველოსთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ENPARD-ის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული მუნიციპალური წინადადებების განხილვის თაობაზე, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროექტების განხორციელება სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების რესურსებით. „საქართველო მსოფლიოში Covid კრიზისის გამკლავების საუკეთესო მაგალითია. მინდა მოგახსენოთ, რომ UNDP, ევროკავშირთან ერთად, საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ზვიადაძემ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის საქართველოში“ (ENPARD Georgia III) 2020 წლის ვალდებულებების შესახებ ისაუბრა. როგორც აღინიშნა, სოფლის განვითარების მიმართულებით, საქართველოს 2020 წლის ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მელიორირებული ფართობების და ტყის ფართობების, რომელიც იმართება ტყის მართვის გეგმებით, ზრდა; დაცული ტერიტორიების გარკვეული ნაწილისთვის (სულ მცირე 50%) მართვის გეგმების არსებობა; სოფლად სამეწარმეო უნარ-ჩვევების გააუმჯობესა და შედეგად ახალი მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა; სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომის ზრდა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)