08:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 18:22:54, 2536 ნახვა

საზოგადოება
ჭიჭინაძე - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც

„ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ის ოპოზიციის ნაწილს, ხელოვნური უმრავლესობის შექმნის მიზნით, ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს.

„ღირებულებითი თანხვედრა თუ არ გაქვს პოლიტიკურ ძალებთან, არ შეიძლება რაღაც გაუგებარ გარიგებეზე წახვიდე,  მითუმეტეს ხალხის ინტერესების საპირისპიროდ. 

თან   ვთვლი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ყველაზე უფრო აქტიურობს და  „ქართულ ოცნებას“ შორის , რეალურად არანაირი განსხვავებაა არ არის.  თავის დროზე ყველამ საკმაოდ სერიოზულად გაუცრუა იმედები და მოატყუა ამომრჩეველი.

შესაბამისად, ამ მოცემულობით, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება. 

რაც შეგვეხება ჩვენ, პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“,  ჩვენი შეთავაზებები მოსახლეობისთვის სრულიად განსხვავებულია.

ჩვენ  განვსხვავდებით ჩვენი პოლიტიკური ხედვებით, რადგან ვებრძვით ლიბერალურ ეკონომიკას, რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ჩიხში შეიყვანა.

ანუ, ის  რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობა, ამას არავინ სთავაზობს და არ ვაპირებთ ხელოვნური უმრავლესობის შექმნას შევუწყოთ ხელი და ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში შევიყვანოთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics