|
2020-06-04 15:51:12, 2359 ნახვა
საზოგადოება
ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: N23, N24, N32 და N33 ავტობუსები გლდანის პარკის მხრიდან ვეკუას ქუჩაზე გავლენ და მოძრაობას შეშელიძის ქუჩის მეშვეობით, სარაჯიშვილის გამზირამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N23, N24, N33 მარშრუტები უკუმიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან" ქერჩი-ვასაძის ქუჩების ნაცვლად, შეშელიძის ქუჩის გავლით მოხვდებიან; N51 მარშრუტი იმოძრავებს ქერჩის ქუჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, თიანეთის გზატკეცილიდან მიქატაძე-ლესელიძის ქუჩების მეშვეობით, გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს დაუკავშირდება, რომლის შემდეგაც, გლდანულას დასახლებაში გადავა. რაც შეეხება N45, N73, N108 ავტობუსებს, ისინი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრამდე" მისასვლელად, ვასაძის ქუჩის გავლით, ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებენ. ანალოგიურად, მიკროავტობუსების - N30, N39, N77, N85, N133, N180, N210, N217 მარშრუტები „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე და დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“, ხოლო N30, N77, N85, N133 და N210 მარშრუტები შეშელიძის ქუჩიდან დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას. მიკროავტობუსები - N100, N202 გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდებიან და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ვეკუასა და შეშელიძის ქუჩების მეშვეობით გადაადგილდებიან. მიკროავტობუსების - N86, N96, N116, N136, N139, N148 მარშრუტები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობას ვასაძის ქუჩაზე, ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთასთან დაასრულებენ და უკუმიმართულებით, ასევე, ვასაძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. N78 და N226 მარშრუტები მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილის ქუჩაზე დაასრულებენ; N147 მარშრუტი მოსულიშვილის ქუჩაზე მისასვლელად და ასევე, უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იმოძრავებს ქერჩის ქუჩის გავლით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა; N111 მარშრუტი დროებით ვერ შევა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ და ორივე მიმართულებით, თიანეთის გზატკეცილისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს; N142 და N145 მარშრუტები, მუხიანის დასახლებიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გობრონიძის ქუჩიდან შენგელიას ქუჩაზე გადავლენ, რის შემდეგაც შეშელიძის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის გავლით, მოძრაობას დადგენილი მიმართულებით გააგრძელებენ. აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც. აღსანიშნავია, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად განიმუხტება საგზაო მოძრაობა, ქუჩები გახდება მეტად უსაფრთხო როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)