|
2020-06-03 15:08:58, 1184 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ატმის კრეფის სეზონი იწყება
წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით, 15 000 ტონა საექსპორტოა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ივნისის შუა რიცხვებში, ქალაქ გურჯაანში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება. „ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს განსაკუთრებულ პირობებში გვიწევს მუშაობა, საორგანიზაციო შტაბი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროცესში სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში შექმნილი 20 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ჩაერთვება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. 2019 წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი 13,256 ტონას შეადგენდა. დაბინავების პროცესის უზრუნველყოფაში ჩართული იყო 9 სამაცივრე მეურნეობა. გასულ წელს, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რუსეთში - 10,777 ტონა, სომხეთში - 1,373 ტონა, აზერბაიჯანში - 667 ტონა, უკრაინაში - 150 ტონა, ყაზახეთში - 114 ტონა, სლოვენიაში - 78 ტონა, ერაყში - 39 ტონა, ირანში - 20 ტონა, ბელარუსში - 18 ტონა, მოლდოვაში - 19 ტონა, ყატარში - 0,4 ტონა. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების თანადაფინანსებით საქართველოში ხილის 11 გადამმუშავებელი საწარმოა, აქედან კახეთის რეგიონში, გურჯაანსა და თელავში სამი საწარმო ფუნქციონირებს.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)