10:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 11:58:46, 2277 ნახვა

საზოგადოება
კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 1-ელი ივნისის ჩათვლით გახანგრძლივდა

ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების  წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751&id=7991053&type=2 შესაძლებელია 1 ივნისის ჩათვლით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს  შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

ინფორმაცია ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics