17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 12:42:44, 1191 ნახვა

კომენტარი
​ბესელია ზარდიაშვილზე: ის მოსიარულე ნაღმია, რომელზეც „ოცნება“ პერიოდულად ფეთქდება

"გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად ფეთქდება "ქართული ოცნება", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მანდატის შესაძლო დატოვების საკითხს. 

ბესელიას თქმით, ვანო ზარდიაშვილმა შეურაცხყოფა არა მას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს მიაყენა. 

"გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად ფეთქდება "ქართული ოცნება". ამიტომ ეს არის ის ტვირთი და სიმძიმე "ქართული ოცნებისთვის", რომლის გამოც მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ასოცირება ამ ადამიანთან მათ უნდათ თუ არ უნდათ. ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ასეთი ადამიანი ლაპარაკობდეს მისი სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია თუ არ უნდა. ამიტომ, ეს უკვე დროის ამბავია. მე კი არ მომაყენა პირადად შეურაცხყოფა იმ საშინელი სიტყვებით, რასაც ის საჯაროდ ამბობდა, მან შეურაცხყოფა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მიაყენა, რომელსაც უთხრა, რომ ასეთი ადამიანი გედგა 7 წელი გვერდით და მას ენდობოდი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics