18:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 17:21:52, 222 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 600 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია, მიღებული ცოდნა კი -  საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ.

ივნისის ტრენინგები შემდეგ თემებსა და საკითხებს დაეთმო:

  • საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები -  ტრენინგზე განხილული იყო, თუ რა შეღავათიანი საგადასახადო სტატუსი შეიძლება მიიღოს მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და რა სახის შეღავათები არსებობს დღეს საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის.   
  • აგრორისკები ფინანსებში - შეხვედრა იმ ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებისთვისაც აგრორისკის ფინანსური შეფასება მნიშვნელოვანია. სესიის ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ სხვადასხვა ტექნიკას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები რისკის დაზღვევის სისტემების დანერგვისას.
  • საგადასახადო სიახლეები - ტრენერმა, დავით პაპიაშვილმა განიხილა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები.
  • სასტუმროს სტრატეგიული მართვის პრინციპები მფლობელებისთვის -
    სესია განკუთვნილი იყო სასტუმროების მფლობელებისთვის, რომ უკეთესად გაანალიზონ  საკუთარი სასტუმროს შედეგები, უხილავი დანაკარგები, რისკები და  დასვან სწორი სტრატეგიული კითხვები.
  • ფინანსების მართვის ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები CEO-ებისთვის - ტრენინგი განკუთვნილი იყო დირექტორების, დამფუძნებლებისა და ბიზნესის ხელმძღვანელი პირებისთვის. სესიაზე, ტრენერმა, გიორგი ჩუგოშვილმა აუდიტორიას სასარგებლო რჩევები გაუზიარა ბიზნესის ეფექტურად მართვისთვის.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივლისის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს  წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.   

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics