|
2019-10-03 16:18:30, 2684 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე „შმაქსზე“: „გირჩი“ უბრალოდ ერთობა - მოსახლეობა შეცდომაში შეყავს
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის შეფასებით, "გირჩის" მიერ შექმნილი კომპანია "შმაქსი", რომელიც ტაქსის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა, პროვოკაციაა, რომელსაც მოსახლეობა არ უნდა აჰყვეს. როგორც ხმალაზემ განმარტა, კანონმდებლობით, თუ ავტომობილს მგზავრი ერთი პუნქტიდან მეორე გადაჰყავს, მას შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს. "ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა, თან კარგად ერთობა. ჯერ იყო და რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, ახლა საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააფუძნეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანები შეცდომაში შეყავთ. კანონმდებლობის მიხედვით, M1 კატეგორიით, ანუ მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე საჭიროებს ნებართვას. აქ ინტერპრეტაცია იმისა, რომ ხდება რაღაც საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა თუ რაღაცის ახსნა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც იყენებენ მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, რომ ჩაჯდეს მანქანაში და ერთი პუნქტიდან მეორეში გადაგიყვანოს ამას კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ახორციელებს მგზავრის გადაყვანას და საჭიროებს ნებართვას", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულაცია ამოქმედდა. რეგულაციის შეუსრულებლობის გამო შსს-ს ცნობით 700-მდე მძროლი 200 ლარით დაჯარიმდა, თუმცა პარლამენტის მიერ გამოცემული აქტით დაჯარიმებულ მძღოლებს ერთჯერადი ამნისტია შეეხებათ. რეგულაციების საპასუხოდ, პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" შექმნა ახალი კომპანია "შმაქსი", რომელიც პარტიის დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეგულაციების გვერდის ავლით "უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს" დაასაქმებს.
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)