12:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 19:27:24, 1390 ნახვა

საზოგადოება
სოფელ საყავრეში მეხანძრე მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, სოფელ საყავრეში მეხანძრე მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ამ ეტაპზე აგრეთვე ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. 

"დაახლოებით 40 ჰექტრამდე არის დამწვარი, აქედან 10 ჰექტარი არის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია. დანარჩენი 30 ჰექტარი არის ბალახი. ზიანის დათვლა მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე არის სოფლები და საძოვრები. ამ ეტაპზე ხანძირს გაჩენის ზუსტი მიზეზის დადგენა გვიჭირს, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ღირსიაშვილმა. 

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

"ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამინდი ცოტა გაუარესდა, თუმცა ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ. ჩართულია სპეცტექნიკაც. ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics