13:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-18 12:36:38, 248 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის — თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და იგი მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი კი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, მოეწყობა ველობილიკი, განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება თანამედროვე LED ლამპიონები. მარჯანიშვილის მოედანზე ასევე განახლდება გამწვანების კუნძულები და მთლიანი ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია შექმნას მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ათეულ წლებს გაუძლებს. დედაქალაქის მერმა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics