15:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 10:58:55, 1236 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მეხუთე მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა

 გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით, გლდანის რაიონის გამგეობამ 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და  რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა.

სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები,  გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა,  დაითესა ბალახი.  ეწყობა  სპეციალური  სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ასევე, ფეხბურთის მოედანი.

გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი და  საპარკინგე ადგილები მოეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი  ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics