|
2026-08-18 14:09:26, 273 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
„ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას. მეტიც, კობახიძის შესრულებით, ის ივანიშვილისეული „ბოდიშის მოხდაა“, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანის მოტივებთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, საზოგადოება სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთთან ღიად დაახლოებისა და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების „ღალატის სერიის“ მომსწრე გახდება. „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკანა არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას. მეტიც, კობახიძის შესრულებით, ის ივანიშვილისეული „ბოდიშის მოხდაა“. ისეთი წინადადება უნდა გაუკეთო აფხაზებს და ოსებს, რომელზეც უარს ვერ იტყვიან და კი, ასეთად წარმომიდგენია „ჩემთან ერთად ევროკავშირში შემოდი და თავისუფალი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრება გვექნება ერთად საერთო სახელმწიფოში სახელად საქართველო“. ესაა „წინადადება“ ზემოთქმული ფორმულიდან. და „უარს ვერ იტყვიან“ ნაწილი მრავალკომპონენტიანი საკითხია და მასში რას შევიტანთ ჩვენი გადასაწყვეტიცაა და ჩვენს მოხერხებაზე და მუშაობაზეა. კობახიძის დღევანდელ ტექსტს რაც შეეხება: ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ სექტემბერ-ოქტომბერი უმძიმესი ღალატების სერიის მომსწრე გავხდებით რუსეთთან ღიად დაახლოების და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების სახით. უნდა მოვემზადოთ ერთიანი მძლავრი პასუხისთვის და, ტყუილს არ ვიტყვი, ასევე რეპრესიების ახალი მძიმე ტალღისთვის“, - განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი ამოძრავებდა. პრემიერის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)