18:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 16:53:42, 5234 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის პრემიერი - სააკაშვილის კონსულტანტად მოწვევა გვსურს, თუმცა ბიუჯეტში საკმარისი სახსრები არ გვაქვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში რეფორმების გატარების პროცესში ჩართვა სურს, - ამის შესახებ ახალმა პრემიერმა cotidianul-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, სააკაშვილი მათ მოლდოვის იუსტიციისა და პროკურატურის სისტემაში რეფორმების გატარებით კუთხით კვალიფიციურ რჩევებს მისცემს. როგორც სანდუსმა განაცხადა, სააკაშვილთან შესაბამის საკითხზე საუბარი სავარაუდოდ აგვისტოს თვეში შედგენა. 

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, - განაცხადა მაია სანდუმ. 

ამასთან, სანდუმ განმარტა, რომ სააკაშვილის გუნდის მისაწვევად ამ ეტაპზე ქვეყნის ბიუჯეტში საკმარისი სახსრები არ არის. პრემიერმა დასძინა, რომ კონსულტანტის სახით სააკაშვილის დაქირავება მხოლოდ უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics