13:28 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 10:49:53, 1182 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი: შსს-სგან უსაფრთხოების გარანტიები არ მიგვიღია, საფრთხე რეალურია

 „არ მიგვიღია უსაფრთხოების გარანტიები და არც ველოდებით შსს-სგან, საფრთხე რეალურია", - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგირმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, პრაიდის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაამხილონ ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი.

„ჩვენ არ მიგვიღია უსაფრთხოების გარანტიები და არც ველოდებით შსს-სგან. ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ჩვენ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ. იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციები და ზოგადად, ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩვენ ვერ დავთმობდით ღია სივრცეებს, ეს იქნებოდა მარცხი ჩვენთვის. საფრთხეები რეალურია. თბილისის ქუჩებში პატრულირებენ ბანდფორმირებები უკანონოდ და ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერზე ადეკვატურ ზომებს მიიღებს, ამიტომ ჩვენ თავს ვიკავებთ დეტალების გამხელისგან“, - განაცხადა თაბაგირმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics