2026-08-19 12:57:45, 298 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 15კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 2კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 09:24 საათზე მოხდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან