|
2019-06-18 12:02:32, 810 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
„სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების მეტი პოპულარიზაციისა და მოქნილი კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და ხედვების გაცნობა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეორე კურსის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე სტუდენტებმა სახელმწიფოს მიერ ფერმერებისათვის განკუთვნილი პროგრამების საკომუნიკაციო კამპანიაზე მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს. ლევან დავითაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ თანამშრომლობა შესთავაზა. „ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სტუდენტებთან. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებს ერთგვარი პარტნიორი ეყოლებათ პროექტების მართვის სააგენტოს სახით. ისინი სტაჟირების ფორმატში ითანამშრომლებენ სააგენტოსთან ჩვენი პროექტების პოპულარიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სტუდენტებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მრჩეველი დავით მარკოზაშვილი, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პაატა შეყელაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.
(NS)
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)