|
2019-06-15 17:07:20, 1726 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტების“ აქციის მიმდინარეობისას საკრებულოდან ბანერი „ნატო აქაურობას“ გადმოფინეს
თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანი დავით გარეჯის დაცვაა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს ადგილზე პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, მათ შორის: „ერს სჭირდება ერთმორწმუნე რუსეთი“, „ვირი ხეზე ავა - ჩვენ ნატო-ში შევალთ“ და სხვა. აქციის პარალელურად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობიდან ბანერი „ნატო აქაურობას“ გადმოფინეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ბანერი სავარაუდოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერმა ჩამოხია და ტერიტორიიდან მიიმალა. თავისუფლების მოედანზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებიც იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ, დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ამ აქციაზე დგომით „აფხაზეთი ბრუნდება“. „ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი. პირველ რიგში ჩვენ-ჩვენი სინდისის წინაშე ვართ მართლები იმიტომ, რომ ამაზე უფრო უზენაესი საქმე, წადილი, რასაც ჰქვია სამშობლოს დაცვა, არც არაფერი არ არის. ეს არის ჩვენი წმინდა მოვალეობა, ეს არის ჩვენი ღვთიური მოვალეობა. ამიტომ ხართ თქვენ, ამიტომ. ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება, მე ეს ნამდვილად ვიცი“, - აღნიშნა ადა მარშანიამ. აქციაზე ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ტერიტორიაზე ათობით სამართალდამცველია მობილიზებული.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)