|
2019-06-13 13:20:24, 934 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდა
„დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან იმყოფება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია შესრულდა. „ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო, როდესაც 2015 წელს 13 ივნისი თენდებოდა, როდესაც ეს უბედურება მოხდა. ახლა რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე, რამდენად რთული იყო იქ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. სამუშაოებს რაც შეეხება, მას შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა, ანუ ყველაფერი ის, რაზეც რეკომენდაცია იყო გაწეული, ყველაფერი გაკეთებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)