|
2019-06-12 10:30:14, 778 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა გადამზადება გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს. ავსტრიული კომპანია ''როზენბაუერის'' ინსტრუქტორი ქართველ მეხანძრე-მაშველებს ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანის მართვა-გამოყენებას და მასთან მუშაობის სპეციფიკას აცნობს. სწავლებაში მონაწილეობას მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოდან იღებენ, სწორად მათ მოუწევთ სამომავლოდ ახალ სახანძრო-სამაშველო მანქანასთან მუშაობა. 28 მეხანძრე-მაშველი, 4 დღიანი წვრთნის ფარგლებში, ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ რაც აუცილებელია ახალი ავტომანქანის მართვა-გამოყენებისთვის. მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის" ერთობლივი პროექტია. მანქანამ ტესტირება ავსტრიაში, „როზენბაუერის" ბაზაზე გაიარა. ის მორგებულია საქართველოს გარემო-პირობებზე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)