|
2019-04-02 12:36:52, 1059 ნახვა
საზოგადოება
გახარია: შრომის უფლების და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
შრომის უფლების და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიოტიტეტია, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურე შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პირველი სექტემბრიდან აღნიშნულ საკითხზე კანინმდებლობა ყველა სახის კომპანიებისთვისა და საწარმოებისთვის ძალაში შევა. „შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა, მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია. თებერვლიდან უკვე ძალაში შევიდა მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან სრულიდან ყველა სახის კომპანიებისთვისა და საწარმოებისთვის. რეგულაციები დაიცავს. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები, შრომის ინსპექცია, როგორც ასეთი, არ არსებობდა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გარკვეული აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს პრობლემები მენეჯმენტის საკითხია და ეს ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს და მთავარია, კანონმდებლობა უკვე არსებობს და 1-ლი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს საზრუნავი თითოეული ჩვენგანის, მთავრობის წევრისა და სამოქალაქო სექტორის“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)