|
2026-08-20 19:12:54, 253 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
რუსეთის მთავარმა სახელმწიფო ექსპერტიზის სამსახურმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, ადლერის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გასცა. „კომერსანტის“ ცნობით, სამუშაოების აქტიური ფაზის დაწყება სექტემბერშია დაგეგმილი; ამჟამად ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საკონტროლო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის მთელი პროექტის დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი. ადლერის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ე.წ. „რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე“ ერთადერთ და ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გადასასვლელად რჩება. 2025 წელს მასზე დაახლოებით 2,8 მილიონი სატრანსპორტო საშუალება და 12 მილიონზე მეტი ადამიანი გაიარა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთის რეკონსტრუქციის დამტკიცების შესახებ 19 აგვისტოს გამოაცხადა. როგორც ცნობილია, რეკონსტრუქციის ფაზები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სეზონური დატვირთვის გათვალისწინებით დაიგეგმა. ტურისტულ სეზონზე ძირითადი აქცენტი სატვირთო გადაზიდვებზე კეთდება. შემოდგომაზე პრიორიტეტი ავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილების მოძრაობაზე გადადის, როდესაც სატვირთო მანქანების საჭიროება იზრდება. „მეორე ეტაპი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთის განახლებას გულისხმობს. სპეციალისტები ამჟამად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ, ხოლო რეკონსტრუქციის ძირითადი ეტაპის დაწყება სექტემბერშია დაგეგმილი“, - ნათქვამია სტატიაში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)