|
2019-04-02 12:04:50, 1174 ნახვა
საზოგადოება
„დირსის“ დირექტორი: დევნილების შემოჭრის გამო, ზარალი გვადგება - ბინების შიდა ხის კარებს ამტვრევენ და წვავენ
დევნილების შემოჭრის გამო, ზარალი გვადგება, იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები დროულად აღკვეთენ ამ ფაქტს, - ამის შესახებ „ას ჯორჯია-დირსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დირსის“ ორ კორპუსში დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, დევნილები უკანონოდ შეიჭრნენ მათ საკუთრებაში. ამასთან, მისივე მტკიცებით, ეს ფაქტი აზარალებს მათ ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ინვესტიციების განხორციელებას. „ეს არის კერძო საკუთრების შელახვა, რაც არის მიუღებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ იძულების გზით გამოიყვანონ ეს ადამიანები. მათი შეჭრით ზიანი ადგება ჩვენს ქონებას, ინვესტიციასა და სამომავლო გეგმებს. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს. ნამდვილად არ ვიყავით მათი თავდასხმისთვის მზად. კორპუსს ელექტროენერგია და წყალი არ მიწოდება, რადგან სამუშაოები დასრულებული არაა და საფრთხის შემცველია, ზოგიერთ სართულზე კაბელები ღია მდგომარეობაშია. ბინებში შიდა კარები ხის არის და როგორც ვიცით, გუშინ ისინი დაამტვრიეს დაწვეს“, - აღნიშნა ბესო ჯიქურაულმა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)