18:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 16:20:08, 1028 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისეთი შემადგენლობა იყოს კომისიაში, რომელიც უმრავლესობას მოეწონება

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს. 

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტის წევრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა დადგინდეს თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. 

"თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, აბა რისთვის ვართ პარლამენტში, რომ ხელფასი ავიღოთ?! ჩვენ გვაქვს მექანიზმი, ვალდებულება საზოგადოების წინაშე და ამიტომ აკეთებს ევროპული საქართველო ამ ყველაფერს. რაც შეეხება შემადგენლობას, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ევროპული საქართველოსგან ისეთი შემადგენლობა იყოს კომისიაში, რომელიც უმრავლესობას მოეწონება. პირიქით, იქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პრინციპულად გამჭვირვალედ, ზაზა სარალიძესთან, თითოეულ დაინტერესებულ ადამიანთან ერთად ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა ამ კომისიაში, ამიტომ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა და პირიქით, კარგია, რომ უმრავლესობის წევრებს არ მოსწონთ კომისიის შემადგენლობა. სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ კომისა იქნება ძალიან მკაცრი, კრიტიკული და ამას საზოგადოება უახლოეს დღეებში დაინახავს. გაბუტვა, გვერდზე გადგომა და მონაწილეობის არმიღება პრინციპულად არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics