12:49 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 12:21:58, 1800 ნახვა

ეკონომიკა
ელისო ბოლქვაძე: Check in Georgia დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის

„Check in Georgia-ს არსებობა ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოში და დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის" - ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი „იუნესკოს" პატრონაჟით ტარდება და ეს არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ფესტივალი აკმაყოფილებს ყველა იმ ღირებულებას, რაც „იუნესკოსთვის" და კონკრეტულად, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.

„ფესტივალზე ახალგაზრდა მუსიკოსებისა და ბავშვების დიდი კონცენტრირებაა, რომლებიც მერე საზღვარგარეთ არიან მიწვეული სხვადასხვა ფესტივალებსა და მასტერკლასებზე. ფესტივალი ასევე მოიცავს რეგიონებში სკოლების ჩართულობასა და პოტენციური მსმენელის ჩამოყალიბებას. ასე რომ, თავისი ხასიათითა და მნიშვნელობით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი არის საყურადღებო და ბედნიერები ვართ, რომ Check in Georgia-ს პროექტში ვმონაწილეობთ", - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმის მეექვსე მუსიკალური ფესტივალი ბათუმში 2-13 სექტემბერს გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics