|
2026-07-14 11:39:47, 254 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ უბანში მდებარე სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების მტკიცებით, თავდასხმას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გეგმავდა. „უკრაინის სპეციალური სამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში აღიკვეთა ტერორისტული აქტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა დაგეგმილი. სამიზნე იყო სტრატეგიული საწარმო, რომელიც მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს. თავდასხმისთვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები), რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით იყო შეტანილი“, - აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში. მათი მტკიცებით, „ტერაქტის აღკვეთის სპეციალური ოპერაცია“ დაიწყო სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საბრძოლო საშუალებების შემცველი ტვირთი გადაადგილდებოდა მარშრუტით - ბრატისლავა (სლოვაკეთი) – სედლცე (პოლონეთი) – ბრესტი (ბელარუსი) – მოსკოვის ოლქი და „ორგანიზებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით“. „გეგმის მიხედვით, საწარმოსთან ახლოს მდებარე ნაქირავები ანგარის შენობიდან დისტანციურად უნდა გაეშვათ 35 FPV დრონი. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, ყველა შეტევის საშუალება გაანადგურა უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფმა, რომელიც ოპერაციაში იყო ჩართული“, - აცხადებენ უწყებაში. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა (ტერორისტული აქტი). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით თავდასხმის მომზადებისას კონკრეტული დავალებების შესასრულებლად 13-16 წლის მოზარდები დაიქირავა.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)