18:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 15:02:15, 2071 ნახვა

სამართალი
შსს: ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც შეიძლება დანაშაულის ჩადენის იარაღი გამხდარიყო

„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბოლო პერიოდში ამოღებული და მოქალაქეთა მიერ ჩაბარებულია დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც შეიძლება დანაშაულის ჩადენის იარაღი გამხდარიყო“ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უწყება ძალისხმევას არ იშურებს, რათა დროულად აღკვეთოს მძიმე დანაშაულები და მოახდინოს მათი პრევენცია.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცველებმა კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 ცალი საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი და სხვა სახის იარაღი.

ყველა ჩამოთვლილ საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 17 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 344 ვაზნა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 2 დეტონატორი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ჭელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics