18:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 15:31:02, 1240 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  მე-14 რაიონული ფილიალის გახსნას ცენტრის დირექტორ გიორგი ბუთხუზთან ერთად დაესწრო. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი რაიონული სამსახური ვარკეთილი-3-ის მეოთხე  მიკრორაიონისა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ჰუალინგის“  ცენტრს შორის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.  

ფილიალის გახსნას ასევე  ესწრებოდნენ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე. 

თბილისის მერის თქმით,  ახალი რაიონული ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია აღნიშნულ უბანში მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით.

 „გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქის ეს უბანი იზრდება და ფართოვდება, მოსახლეობის რაოდენობა კი ყოველდღიურად მატულობს,  მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ახალი ფილიალი, რათა უბანი სრულად მოგვეცვა.  ახალი ფილიალი  მოგვცემს  შესაძლებლობას,  სამედიცინო დახმარების ბრიგადები უფრო ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და ინტენსიურად მოემსახურონ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 ახალ რაიონულ სამსახურს  ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ეყოლება.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალის ბრიგადები ვარკეთილის მეურნეობისა  და „ჰუალინგის“ რაიონების მოსახლეობას  სრულად,  ასევე,  ვარკეთილისა და ვაზისუბნის დასახლებების ნაწილს  მოემსახურებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics