|
2026-08-13 12:04:53, 279 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ის მოქალაქის, 32 წლის კონორ კენედის დაუსწრებლად დაპატიმრებისა და მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ამერიკელ პოლიტიკოსთა ცნობილი დინასტიის წარმომადგენელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს დაქირავებულად ბრძოლას ედავება. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულის სტატუსით მონაწილეობას ითვალისწინებს, 7-დან 15 წლამდე (ტექსტში მითითებული 7-დან 10 წლამდე) თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კონორ კენედი აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, უმცროსი რობერტ ფრენსის კენედის ვაჟია. მისი ბაბუა, უფროსი რობერტ კენედი, 1960-იან წლებში შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი და სენატორი იყო, ხოლო ბაბუის ძმა — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი. თავად კონორ კენედიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნებულ პოსტში ღიად ისაუბრა უკრაინაში გამგზავრების შესახებ. მისი განცხადებით, იგი ღრმად შეძრა უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რის გამოც გადაწყვიტა, უკრაინის საერთაშორისო ლეგიონს შეერთებოდა. აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების მომენტისთვის კენედის უკრაინა უკვე დატოვებული ჰქონდა და სამშობლოში იყო დაბრუნებული.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)