2026-08-06 13:30:04, 266 ნახვა
სამართალი
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
ხობის მინიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. სოფელ ქარიატაში მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედა 7 წლის შვილის გადასარჩენად მდინარეში შევიდა, თუმცა ქალი დინებამ ისიც გაიტაცა.
ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან