19:27 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-30 17:37:20, 271 ნახვა

პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. ეს დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

"ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 - კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს", - განაცხადა ყრილობის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა. 

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. ის 7 წევრით განისაზღვრა. 

ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. 

ცნობისთვის, ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. აღსანიშნავია, რომ ის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics