18:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 08:24:41, 485 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი საქართველოზე - ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა თავს ესხმის, აკავებს და არბევს მათ სახლებს

დროა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლო მეგობრებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს.

„ნატო-ს ამ მოკავშირეებს მოვუწოდებ, მოხსნან ბლოკი!“- აცხადებს უილსონი.

უილსონის თქმით, შთაგონებულია მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც ივანიშვილის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების 67-ე დღესაც ქუჩებში გამოვიდა.

„ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა თავს ესხმის, აკავებს მათ და არბევს მათ სახლებს“, - წერს უილსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics