18:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 17:45:33, 551 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ხვალ და ზეგ სტრატეგიულ ობიექტად აქცევენ რუსთაველის გამზირს

„ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა. ეს ნანახი აქვთ ბელარუსებს ბელარუსში, რუსებს პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. ერთადერთი გამოსავალი არის რუტინული წინააღდეგობაა“ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ  მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეკრება და გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ის მშვიდობიანი ფორმაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ.

„მთავარი მიმართვა მინდა, რომ იმ ადამიანების მიმართ გავაკეთო, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“ და ეს ძალადობა მის კართან არ მივა, ჩვენც ასე გვეგონა, რომ თურმე ეს ლოკაცია სტრატეგიული ობიექტი არ იყო, მაგრამ გუშინ არალეგიტიმური მთავრობის დადგენილებით ე.წ სტრატეგიულ ობიექტად აქციეს დიღმის შემოსასვლელი გზა. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ხვალ და ზეგ სტრატეგიულ ობიექტად აქცევენ რუსთაველის გამზირს. გუშინ პოსტის გაზიარების გამო დააკავეს ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი. ამიტომ, ეს იქნება შეუქცევადი პროცესი. ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა. ეს ნანახი აქვთ ბელორუსებს ბელორუსიაში, რუსებს პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. ერთადერთი გამოსავალი არის რუტინული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი ფორმები. შეკრება და გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ის მშვიდობიანი ფორმაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics