17:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 15:01:38, 669 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ირანმა რუსეთი მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

ირანმა რუსეთს მის მიწაზე "დიდი ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გასულ თვეს შეატყობინა,- ამის შესახებ Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, "რუსეთში თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს რუსეთის შიგნით შესაძლო დიდი ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც  იმ პირების დაკითხვისას მოიპოვა, რომლებიც ირანში განხორციელებული დაბომბვის გამო დააპატიმრეს".

სააგენტოს წყარომ უთხრა, რომ "მოსკოვისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ იყო სპეციფიკური დეტალები კონკრეტულ დროსა და სამიზნესთან დაკავშირებით“. 

„ხორასანის ისლამისტ მებრძოლებს ინსტრუქცია ჰქონდათ, მომზადებულიყვნენ რუსეთში მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის. ერთ-ერთმა ტერორისტმა განაცხადა, რომ დაჯგუფების წევრები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ“,- ამბობს წყარო.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, „რამდენადაც ირანი ბოლო წლებში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი იყო, ირანის ხელისუფლებამ შეასრულა თავისი ვალდებულება და აცნობა მოსკოვს დაკავებული ტერორისტებისგან მოპოვებული ინფორმაცია“.

ირანის დაზვერვის უწყებაში განაცხადეს, რომ 3 იანვარს, ქერმანში განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის გამო, რომელსაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 35 ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დღეში კი, მათ „ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფილიალის ხორასანის მეთაური აიყვანეს. ირანში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ ხორასანის ფრთამ აიღო, ისევე, როგორც მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics