17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-16 15:07:02, 689 ნახვა

საზოგადოება
18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

N302-ის, N308-ისა და N314-ის შემდეგ, MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.

„კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა.

აღსანიშნავია, რომ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა. დედაქალაქს 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე ემსახურება, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics