17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 13:51:37, 658 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული და ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერება (SOTIC)“ - გახსნით ღონისძიებაში. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში საზღვრის მართვის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების მუდმივი განვითარების საჭიროებაზე ისაუბრა.

"მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა. გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველი კარენ ჩეისონი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.

აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია უწყების შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის მართვის მიმართულებით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics