|
2023-02-10 14:59:58, 1451 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - წმინდა სინოდის სხდომა 14 თებერვალს გაიმართება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომა ბოლოს 2 წლის წინ, 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)