2026-07-26 22:19:26, 271 ნახვა
სამართალი
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 14 ადამიანი.
სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტში ტურისტები იმყოფებოდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან