|
2023-02-10 14:18:29, 1036 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი და პუბლიცისტი ოლეგ პანფილოვი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ოქსანა მასლაკი ავრცელებს. ოლეგ პანფილოვი 2010 წელს გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი იყო, ტელეკომპანია პირველი კავკასიურის გადაცემის "საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად" წამყვანი. 1993 წელს აშშ–ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 1994–2000 წლებში საჯაროობის დაცვის ფონდის მონიტორინგის ხელმძღვანელი იყო. 2000-2010 წლებში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირთან არსებული ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი. 2009 წლის 8 ნოემბრიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში. 2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო ეუთოს წარმომადგენლის კანდიდატობაზე მედიის თავისუფლების საკითხებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)