|
2023-02-10 12:13:11, 1055 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შერაზ გასრის შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ზურაბ აზარაშვილმა შერაზ გასრის საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გასული წლიდან წარმატებით ხორციელდება. ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს კიდევ ერთ რეფორმაზე, რეფერენტულ ფასებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს. ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)