23:11 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 11:51:23, 1033 ნახვა

საზოგადოება
ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

შსს-ს ცნობით, ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა.

"ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.

შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება.

ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics