|
2022-06-08 10:48:25, 1038 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ, „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა. უწყების ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და ინტერპოლის სათავო ოფისის რადიაციული და ბირთვული ტერორიზმის პრევენციისა და პროექტების მართვის უფროსმა მენეჯერმა, აარონ მოსბიმ. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბუთხუზმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინტერპოლს შორის ხანგრძლივ და წარმატებულ თანამშრომლობას. ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ინტერპოლსა და წევრ ქვეყნებთან ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით არსებულ წარმატებულ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და უწყების თანამშრომლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები. ღონისძიება, რომელშიც ინტერპოლის წევრი 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)